თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი: წულუკიანი არარაობაა, არც იცის, რას ყბედობს და რას საუბრობს

დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმა და არც ქვეყნის პრეზიდენტმა არაფერი იცის რაც ჩემსა და თემირლანის გარშემო ხდება დღესაც და რა დანაშაული აქვს სახელმწიფოს ჩადენილი არც მაგას ხვდებიან. თავდასხმა როცა განახორციელეს ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ე.ი. ის სპეცრაზმი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არა ყოფილა, ისე გამოუვიდა თეა წულუკიანს. სიმართლე გითხრათ, ის არარაობაა, თვითონ არ იცის რას ყბედობს და რას საუბრობს

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც პარლამენტში თქვა - "მე არ მივიჩნევ, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, რადგან ეს არ არის დამტკიცებული".

კომენტარები