კრიმინალი

მდინარაძე: დანაშაული ხდება მთელ მსოფლიოში, რომ ჩამოვთვალოთ, კატასტროფას შევქმნით

ქურდობის ფაქტები არის გახშირებული არა ისე, როგორც თქვენი საინფორმაციო საშუალებები და თქვენ გადმოსცემთ. როდესაც საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თებერვლის თვეში ამ დღეს ესა და ეს დანაშაული მოხდა, ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ახლა რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე უსაფრთხო ქალაქში რამდენი დანაშაული მოხდა კონკრეტულ დღეს, შევქმნით კატასტროფას, თუმცა, გასაგებია, ეს არის თქვენი მიზანი.

მე უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, დღეში ოთხმოცი დანაშაული საშუალოდ, ოთხმოცდაათამდე დანაშაული, თებერვლის თვე, 8 მკვლელობა, 6 გაუპატიურება, 31 ყაჩაღობა, 852 ქურდობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 1154, ეს არის თებერვლის სტატისტიკა, ოღონდ 2011 წლის და ამით რა დასკვნამდე მივდივართ? უარესი თუ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა? ხალხს ვზაფრავთ და კიდევ უფრო ხელს რითი ვუწყობთ, იცით, დანაშაულის გავრცელებას? ლაპარაკობთ იმაზე რა დანაშაული მოხდა, რაც, სამწუხაროდ, ყველგან ხდება, მაგრამ არ ლაპარაკობთ იმაზე, რა ღონისძიებები გატარდა

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი პარლამენტში, კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომენტარები