არასამთავრობო ორგანიზაციები

კობახიძე: არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ეს არის ენმ-ის ყოფილი გონგო-ები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ეს არის ყოფილი გონგოები, „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოები, რომლებიც, მას შემდეგ, რაც წააგეს მათ არჩევნები, გადავიდნენ ოპოზიციაში და დღეს გადაიქცნენ გონგოებად და შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დღევანდელ დღეს. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში. რატომ მოხდა მათი ლუსტრაცია მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობამ" ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ის არჩევნები იყო, სადაც მათ შეეძლოთ მოგება. ამიტომ ყველა რესურსის ლუსტრირება მოხდა, თუმცა ხედავთ, რომ ნაცმოძრაობას გამარჯვება ამანაც არ მოუტანა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საუბრობს. (გონგო - მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია)

კომენტარები