ხორავას ქუჩის საქმე

გახარია: სანამ მინისტრი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ ხორავას ქუჩის საქმის ბოლომდე მისაყვანად

სანამ ვიქნები შს მინისტრი და სანამ ამის საშუალება მექნება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი და მას წერტილი დაესვას.

არის რამდენიმე პროცედურა - აპელაცია მიმდინარეობს, პარალელურად, შსს-ში გამოძიებას ვაგრძელებთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - მე იმედი მაქვს იმის, რომიმ პროცესში, რომელიც დღს აპელაციაში მიდის, გარკვეული ახლადგამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენ პროგრესი და წინსვლა გვექნება, ისევე როგორც, იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ, გავაგრძელებთ. მესმის, არ არის სასიამოვნო, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ეს არის ფორმალური იურიდიული მხარე, რასაც ჩვენ მივყვებით

შს მინისტრი გიორგი გახარია TV პირველის ეთერში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე.

კომენტარები