პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ბოკერიას გარეშე დღის წესრიგს არ ადგენს

ახლა ის ვთქვათ, თავად კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ვინაა და ვისთან თანამშრომლობს ძალზედ ტკბილად, ჰარმონიულად, კომფორტულად და გემრიელად. ვისთან და ნამდვილ, ნაცმოძრაობის ყველაზე რეაქციულ ფრთასთან, ბოკერიას სახით. ოთო კახიძის დანახვაზე სიხარულისა და სიამოვნებისგან აჟრიალებთ, ბოკერიას გარეშე დღის წესრიგს არ ადგენენ, საერთაშორისო ვიზიტებისას ბოკერიასთან ერთად მოგზაურობენ და ბოკერია რომ ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, "დემოკატიული" მოთმინებით უსმენენ „ოპოზიციის“ წარმომადგენელს. მერე ამაყობენ იმით, რომ ასეთი თანაარსებობა შეუძლიათ და ასეთი სულგრძელობა.

პატრიოტთა ალინსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს

კომენტარები