ბესელია: მე კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის

მე კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის იმიტომ, რომ ბუმერანგის პრინციპი გაიხსენოს. სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, როდესაც ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე ალბათ დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს სადღაც მიმალული ადგილიდან. მე ვისთან ერთად დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს, მაგრამ ისევ შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ.

უპასუხა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ბესელიას ურჩია, აქციები გიგი უგულავასთან და შალვა შავგულიძესთან ერთად გამართოს.

კომენტარები