ხაზარაძე: TBC-ის თემა ასე ვერ დამთავრდება, ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ

ბანკის პრობლემა ამოწურულია იმ ნაწილში, რომ ბანკს არასდროს პრობლემა არ ჰქონია, ამოწურული არ არის ჩვენი დამფუძნებლების მიმართულებით. ეს თემა ასე ვერ დამთავრდება, არ შეიძლება რომ ასე დამთავრდეს და მე ყველა ჩემს ხელთ არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ. ჩვენ უკანონოდ ვიქენით გამოძევებული იმ ორგანიზაციიდან, რომელიც შევქმენით ჩვენი ხელით 7 ათას ადამიანთან ერთად. რაც არ უნდა იძახონ ან ძველმა ან ახალმაგამომრცხვარმა პოლიტიკოსმა, რომ მამუკა ხაზარაძე და თიბისი ცალცალკეა.... თიბისის არაფერი ემუქრება და ეს არის ძალიან სოლიდური ბანკი და რამდენიმე დღის წინ კიდევ საუკეთესო ბანკად დასახელდა.. ის რომ 200 მილიონი დაკარგეს ჩვენმა ინვესტორებმა და როცა მე გადავდექი ისევ იმ ნიშნულზე დაბრუნდა, ამას როგორ უყურებენ იცით? ხომ ავიდა ფასი ისევო და ვინც დაკარგა სახლში წავიდა თუ როგორ არის ეს? ეს თემა არ დამთავრებულა.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რუსთავი ორის ეთერში ფორბსის კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე - "ეთანხმებით თუ არა იმ ნარატივს, რომ ბანკის თემა ამოწურულია?"

კომენტარები