ხაზარაძე: პოლიტიკოსები ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით საუბრობდნენ, საიდან იციან?

პრაქტიკულად პროკურატურამ გამოგვკიდა ჰაერში. ასე არ შეიძლება რომ დაუმთავრებელი თემა იყოს. ცოტა ცინიკურია როცა მაღალი თანამდებობის პირი მე მეუბნება, რომ ანაკლია და ბანკი ვერ დაიცავს მოქალაქეს, კიხთვებს ვერ აარიდებინებს თავს. ძალიან გთხოვთ ასე ნუ დაგველაპარაკებით, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც 10 და11 წლის წინანდელი დოკუმენტაცია გადავეცით, როცა შეგვეძლო, რომ კანონით განადგურებული გვქონოდა საერთოდ, ეს გავაკთეთ იმიტომ, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. ყველას ვინც უპასუხიმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა, პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ და არც დაიცვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ილაპარაკეს ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით, კითხვა მაქვს, საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვის ოქმები, როცა მე არ მაქვს მათზე წვდომა. მე ვთხოვე რომ არ გასაჯაროებულიყო და მითხრეს, რომ ეს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია, სწორედ ამ საუბრის მერე 8-9 იანვარს მათ გააკეთე პრესკონფერენცია. რა იყო მნიშვნელოვანი ამ ბრიფინგზე? რა ითქვა? რომ დაიკითხნენ ჯაფარიძე და ხაზარაძე, ვთქვათ დავიკითხეთ, მერე რა მოხდა? რეპუტაციული ზიანი მოგვაყენეს. ამის შემდეგ პირველი დარტყმა იყო 90 მილიონი დოლარი ზარალი ჩვენი ინვეტორების.

კომენტარები