პატრიარქის ქადაგება

ილია მეორე: ადამიანში ლოცვის შედეგად ფერისცვალება ხდება

ყველას გილოცავთ მეორე კვირის დიდ მარხვას. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ეს სულ სხვა არის, ვიდრე ჩვენ ვიცით, რასაც ჩვენ ვმალავთ.

მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე. რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი. შემდეგ წავიდა აფხაზეთის უდაბნოში, იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ, რომ საოცრება ხდებაო. იმდენად დიდი იყო ამ ახალგაზრდის სარწმუნოება და სიყვარული, როცა კითხულობდა ლოცვებს, სხვა ბერები ხედევდნენ ნათელს მის თავზე და მეუბნებიდნენ, არ ვეუბნებით, რომ ნათელი ადგას, ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.

მისი მამა იყო პროფესორი ერთერთ უნივერსიტეტში. იყო საშინელი ათეისტი. ჩამოვიდა სოხუმში, ჩემთან ეძებდა თავის შვილს. მან მიამბო – ხელზე შემოხვეული აქვს ფსკვნილი, ათეისტურ ოჯახში გაზრდილია და ფსკვნილს ხმარობსო. შვიყვანეთ ფსიქიატრიულ სავადმყოფოშიო. მთელ საბჭოთა კავშირში გამოცხადებული იყო მისი ძიება, რკინიგზის სადგურებში გამოკრული იყო მისი სურათი, მაგრამ ღვთის მადლით, ის დარჩა მორწმუნე ქრისტიანად და დღესც რუსეთში მოღვაწეობს.

ეს მოგახსენეთ იმიტომ, რა შეუძლია ლოცვას. ადამიანში ლოცვის შედეგად ფერისცვალება ხდება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ჩვენთან არს.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს. თქვენ იცით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული თვისებები აქვთ. მინდა დავლოცო ეს ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული, მრავალი შემთხვევაა, როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული თვისებით, ნიჭით დაჯილდოებული. ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა მისცეს მადლი და ძალა

თქვა საქართველოს კათალიკოს-პატრირქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. პატრიარქის ამ ქადაგებას პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები