ენმ-ის ყრილობა

სააკაშვილი: ივანიშვილმა დახურა დელტა და გახსნა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა

მე მინდა უბრალოდ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, 2012 წელს რომ არ მომხდარიყო ეს კატასტროფა, სად იქნებოდა დღეს საქართველო, საქართველო იქნებოდა მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში განათლების მთავარი კერა, იმიტომ რომ ამერიკულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნებოდა უკვე არა მხოლოდ ამოქმედებული, არამედ გამოუშვებდა ძალიან ბევრს სტუდენტს. საქართველო იქნებოდა ინფრასტრუქტურულად ბევრად უფრო წინ. ჩვენ გვექნებოდა სვანეთის, გომბორის და გოდერძის გვირაბები, დამატებით ფოთი-ზუგდიდის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის ახალი აეროპორტი და ახალციხე-ბორჯომის აეროპორტი და გვექნებოდა ბევრად უფრო სწრაფი რკინიგზა და ესტაკადა გომბორზე. თბილისი იქნებოდა ქალაქი საცობების გარეში, შემოვლითი გზა სწორედ ამას აკეთებდა. საქართველო გაყიდიდა ყოველ წელს ერთი მილიარდი დოლარის მაღალტექნოლოგიურ იარაღს მთელ მსოფლიოში. ივანიშვილმა დახურა დელტა და გახსნა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ენმ-ის ყრილობაზე შეკრების ადამიანებს ვიდეო ზარით მიმართა.

კომენტარები