NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით NATO-ში

საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია. გასულ წელს ჩვენ კვლავ გავუსვით ამას ხაზი, გადაწყვეტილება 2008 წელს იქნა მიღებული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა, ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში.

საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით. გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი. ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა ვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ თანხის 20 % წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი.

ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში სამხედროების რაოდენობრივი თალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით NATO-ში

Nato-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. (ოფიციალური თარგმანი).

კომენტარები