NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: მოგიწოდებთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ NATO-ს წევრი გახდეთ

საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით. გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი. ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა ვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ თანხის 20 % წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები