არჩევნები 2019

კახაძე 2016 წელს: ალალად გეტყვით, ძალიან მინდოდა პარლამენტში ყოფნა, ცუდს არაფერს ვიტყოდი

პოლიტიკურ ველში დაბრუნების მცდელობა მქონდა, ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, ვუპასუხე - არ არის სწორი შეფასება, მე ვიყავი პატარა რუში და მდინარე სხვა რამეა მეთქი... თვითმმართველობა მაინც პატარაა, სხვადასხვა დონეებია, ქვეყანას ამხელა გამოწვევები აქვს, ალალად გეტყვით სიმართლეს, არ დავმალავ, ძალიან მინდოდა, პარლამენტში ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ის ტრიბუნა საშუალებას მომცემდა, იქიდან მელაპარაკა ადამიანებთან. დარწმუნებული ვარ, ცუდს არაფერს ვიტყოდი. მეორეც არის, ანგარებიანი ურთიერთობა და ძალაუფლების სიყვარული არ მახასიათებს, დარწმუნებული ვარ, ბევრს გაეხარდებოდა ჩემი იქ დანახვა, მაგრამ ასეთი არჩევანია და ამის წინააღმდეგ ვეღარ წავალ, ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, აღარ იქნება პოლიტიკაში მოსვლის დრო, ასე რომ ამით დავამთავრე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა

ამბობდა ლადო კახაძე 2016 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, "ქრონიკა პლუსის" რუბრიკაში "ყოფილები". 2019 წლის 25 მარტს კახაძე ქართლმა ოცნებამ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

კომენტარები