მთაწმინდის მაჟორიტარი

დავითაშვილი: პოლიტიკაში დავბრუნდი, რათა სააკაშვილი და ბოკერია განსასჯელის სკამზე დავსვა

ჩემი პოლიტიკური ამოცანაა განსასჯელის სკამზე დავსვა მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ყველა ესენი და გვერდზე მივუსვა კიდევ ქართული ოცნების ის ლიდერები რომლებმაც გააბლატავეს ესენი, რომ აქ მორალს გვიკითხავენ. აი ამისთვის მოვდივარ მე პოლიტიკაში. მე წავედი პოლიტიკიდან იმიტომ, რომ მეგონა მიხედავს ეს ხალხი ამას.. ბიძინა ივანიშვილი ხალხს მოიყვანს, ჩემზე უკეთესს, ახალ ლამაზ სახეებს და ისინი გააკეთებენ. გავიდა დრო და ვხედავთ, ვერაფერი ვერ გააკეთეს, არაფერი არ გააკეთეს და ჩვენ ეს ხალხი, ჯალათები გვიზიან ეთერში და მორალს გვიკითხავენ. 

მთაწმინდის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არის მნიშვნელოვანი ძალების დათვალიერება 2020 წლამდე. მე მინდა რომ ეს საარჩევნო კამპანია და გამარჯვება ამ კამპანიაში გამოვიყენო გაწონასწორებული, მშვიდი კონსერვატიული ძალის შესაქმნელად.

ამის შესახებ კობა დავითაშვილმა იმედი Live-ს ეთერში თქვა. დავითაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს.

კომენტარები