ლადო კახაძე

უგულავა: თუ გჭირდებათ ექოსკოპისტი ან თამადა, კი ბატონო, თუ დეპუტატი - კახაძე შეურაცხყოფაა

თუ გჭირდებათ ექოსკოპისტი კი ბატონო, ბაზარი არაა! თუ ვირჩევთ თამადას მოსულა (მე არ მომწონს მაგრამ ოკ), მაგრამ თუ ვირჩევთ დეპუტატს ლადო კახაძე უბრალოდ შეურაცხყოფაა. ქართული ოცნება უბრალოდ დაგვცინის. ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია? ექოსკოპისტი და მარკშეიდერი სჭირდება? შეგახსენებთ, კახაძემ ბურჭულაძის პარტიიდან 2016 იყარა კენჭი მთაწმინდაზე და 2,3% მიიღო. მაშინ "ბურჭულაძეები" მოღალატეები იყვნენ "კობახიძეებისთვის" - ახლა რა შეიცვალა? სადაა ლოგიკა, თანმიმდევრულობა ან ნამუსი - თქვე მართლა "დედის საშო გამოვლილო ნაყოფნო" ( ლ. კახაძე) #შალვაშავგულიძე - სამართლის უზენაესობა.

გიგი უგულავა ქართული ოცნების მიერ, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად, ლადო კახაძის წარდგენას აფასებს.

კომენტარები