არჩევნები 2019

მდინარაძე კახაძეზე: როცა ამ ადამიანს ვუსმენ, ძალიან მსიამოვნებს

ღირსეული, რაც შეიძლება მეტად ღირსეული ადამიანი გვინდოდა რომ ყოფილიყო. ლადო კახაძე რომ ასეთია, ამაში, ალბათ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება და შეგვეკამათება. მე პირადად, როცა ამ ადამიანს ვუსმენ, პირადი ურთიერთობაც მაქვს მასთან, შეიძლება ძალიან ახლო არა, მაგრამ ვიცნობ ძალიან კარგად და არაერთხელ შევხვედრივარ და არამხოლოდ სუფრაზე, თამადობის კონტექსტში. ისედაც გვქონია საქმიანი საუბარი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკაზე და მსიამოვნებს მე პირადად. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოუსმენს მას და არ ესიამოვნება მისი საუბარი

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე TV პირველის ეთერში. ქართულმა ოცნებამ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

კომენტარები