არჩევნები 2019

ქუცნაშვილი: კახაძის დამსახურებაა უხვი ნალექებისგან მთაწმინდის ფერდობის დაცვის პროგრამა

ლადო კახაძის დამსახურება თბილისისა და მთაწმინდელების წინაშე იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება.

ლადო კახაძე იყო თბილისის პირველი საკრებულოს თავმჯდომარე და მისი დამსახურებაა, რომ ამ დროს შემუშავდა უხვი ნალექებისგან მთაწმინდის ფერდობის დაცვის პროგრამა. მთაწმინდის ფერდობის მიწისქვეშა კომუნიკაციების პირველი პროექტი მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს გაკეთდა და ამ პროექტზე დაყრდნობით მოხდა ოპერისა და რუსთაველის თეატრების რეაბილიტაცია, რომელთა საძირკველი გამორეცხილი იყო. ის ძალიან ბევრ მთაწმინდელს და თბილისელს მოემსახურა უფასოდ, როგორც ექიმი და კონსულტანტი. ლადო კახაძე ყოველთვის იყო თბილისის ინტერესების სადარაჯოზე

ინტერპრესნიუსის ცნობით, უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. ქართულმა ოცნებამ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

კომენტარები