NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაბლოკოს

არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაბლოკოს. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტენ, რა გზა აირჩიონ, გახდნენ თუ არა NATO-ს წევრები, ასე რომ რუსეთი ვერანაირად ვერ დაბლოკავს. NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ასევე ვიცით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი, ეს არის ის საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც გზა უნდა გამოვნახოთ, მაგრამ ახლა მთავარია, საქართველოს მთელი ყურადღება მიმართული იყოს რეფორმებისკენ, მათი გაგრძელებისა და განხორციელებისკენ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსთავი 2-თან ინტერვიუში. (რუსთავი 2-ის თარგმანი).

კომენტარები