მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უგულავას: მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ მომდევნო 100 წლის მანძილზე

გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო"... რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს, ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე.

"ათას ცოცხალსა ბევრჯერა, 
ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია"

ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook პოსტით ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას. ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს ჰკითხეს, ჰიპოთეტურად, ენმ-სთან ერთად კოალიციურ მთავრობას თუ განიხილავს და იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი, - "არა. მთავრობაში სააკაშვილთან ერთად ჩემს თავს ვერ ვხედავ. ჰიპოთეტურად კოალიციურ შესაძლებლობას ვხედავ, მაგრამ ვთვლი, რომ მიშა არ არის იმ ფორმაში, რომ დღეს ის იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი. დღევანდელი მიშა სააკაშვილი ისეთ პოლიტიკურ ფორმაში არ არის, რომ პრემიერმინისტრი გახდეს. თუ მისი პარტია მოიგებს და კოალიციური მთავრობა იქნება, მის პარტიაში არსებობენ ლიდერები და ეს მომდევნო საუბრის თემაა " - აღნიშნა უგულავამ. ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ ამას ენმ გადაწყვეტს, მაგრამ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა შეახსენა, რომ "თუ კოალიციაა და ჩემ გარეშე თუ არ დგება კოალიცია, მეც ვაყენებ პირობებს, ჰო"?.

კომენტარები