უგულავა: არჩევნებით უნდა გავუშვათ ივანიშვილი სახლში და არა ერთმანეთის თავის მტვრევით

მე ძალიან კარგად მახსოვს 2003 წელი, მოსახლეობის უმრავლესობას ვერც კი წარმოედგინა, რომ შევარდნაძე შეიძლება წასულიყო, მაგრამ შევარდნაძე წავიდა, გაქრა პოლიტიკური სცენიდან, როგორც შარშანდელი თოვლი.

2012 წელს არავის ეგონა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვლსაც კი არ ეგონა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა, თქვენ გახსოვთ ის დაბნეულობა, ბრინჯივით დაბნეული ქართული ოცნების ლიდერები, რა ექნათ რომ არ იცოდნენ.

შევარდნაძე თუ შარშანდელი თოვლივით გაქრა, ამათ მაისის თოვლივით დაეცათ თავზე ხელისუფლება, მაგრამ ეს მოხდა. ამიტომ, მოლოდინები შეიძლება ერთი იყოს, მაგრამ რეალობა არის მეორე, როდესაც ზუსტად მაშინ მწიფდება ხელისუფლების ცვლილება ჩვენ ქვეყანაში, როცა ყველა ფიქრობს, რომ ამას ვეღარავინ მოიშორებს, დღეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ შეგუებული ჭირია, ეს არის და 2040 წლამდე შეიძლება ეს ადამიანები შეგვრჩნენ, მაგრამ დროს აქვს თავისი მომენტუმი, ეს მომენტუმი დადგა. ჩვენ აუცილებლად შევედით და შევდივართ უნდა ეს ივანიშვილს, თუ არა. აქ ამოცანა სხვა საკითხში დგას, ეს უნდა მოხდეს არჩევნებით და არა ერთმანეთის თავის მტვრევით, არჩევნებით უნდა გავუშვათ ივანიშვილი სახლში. თუ არ დათმობს პროპორციულს, მაშინ სხვა გეგმაც გვაქვს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ შუალედურ არჩევნებზე ჩვენი კოორდინაცია. 

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია პირველის გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები