კილაძე: ჩემს ბავშვობაშიც იყო ბულინგი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ყოფილა

ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ეს კოდექსი, როგორც სკოლაში, ისე ოჯახში, ასევე საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ბავშვები ხშირ შემთხვევაში დაუცველნი არიან როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით, ასევე ერთმანეთში ე.წ ბულინგი, რასაც ვეძახით და რამაც სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ფორმები მიიღო. ჩემს ბავშვობაშიც იყო, მე რაც მახსოვს, მაგრამ ასეთი, მე რასაც ვუყურებ, ნამდვილად არ იყო. ჩემი მშობლების თაობაში, ალბათ, უფრო ნაკლებად

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე წარადგენს მის მიერ მომზადებულ ბავშვთა უფლებების კოდექსს. განხილვას დეპუტატებთან ერთად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც ესწრებიან
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები