მდინარაძის მესიჯი

ბესელია: მდინარაძემ ჩემი ლანძღვა-გინების მესიჯი შეცდომით ჩემთან გამოაგზავნა

ჩართვის წინ, ბედის ირონია რა არის ნახეთ, მამუკა მდინარაძემ, რომელიც უგზავნიდა, როგორც ჩანს რამდენიმე ადამიანს მესიჯს ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე მესიჯები, გამოაგზავნა ჩემთან. სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. რომ წავიკითხე მივხვდი, რა თქმა უნდა, რომ შეცდომით გამოაგზავნა ჩემთან. შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები, რას დაემსგავსნენ მართლა, დამწკრივდნენ დილიდან და აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს. რატომ გავს ეს კომენტარები იცით ერთმანეთს?! ამ მესიჯში ის წერია, რასაც ისინი ლაპარაკობენ. ზუსტად იგივეა გამოგზავნილი, რაც ილაპარაკა მდინარაძემ, კობახიძემ, ვოლსკიმ. ვოლსკი არ გამორჩეს, ზარდიაშვილის დონეზეა უკვე დასული. ძველი ბიჭის ხმით ილაპარაკოს ეკა ბესელიაზე და მერე ძალიან მაგარი და ღირსეული პოზიცია ექნება. მშვიდობაში მასაც ეს როლი. ახლა ამათ რომ ვუყურებ მეცინება, რა დღეში არიან, ნახეთ რას დაემსგავსა ეს ყველაფერი. მე მაყურებელს ვუხდი ბოდიშს, რომ ეს მმართველი პარტიაა და ის პარტიაა, რომელიც მე დავტოვე ცოტა ხნის წინ. მრცხვენია მართლაც, რომ მე ამდენი წელი ამ პარტიაში ვიყავი. მესიჯში ეწერა, რომ უნდა მლანძღონ და მთათხონ და ასე ილაპარაკონ ჩემზე. მერე მივწერე მდინარაძეს ეს მესიჯი მე უნდა გავახმოვანო მეთქი? მერე მოყვა ამას მისი ახსნა-განმარტებები და ბოდიშები. ვის რაში უნდა მისი ბოდიშები, მე არც კობახიძის ბოდიში მივიღე. ყველამ დაინახა ეს სამარცხვინო კადრი, როცა უმრავლესობის სხდომაზე, ივანიშვილს კობახიძე ხელით მოჰყავდა ჩემთან ბოდიშის მოსახდელად და მე ვუთხარი რომ არ მივიღებდი ამ ბოდიშს და მივუთითე ადგილი იქ დაჯექითქო და ყველას თანდასწრებით მოიხადე ბოდიში მეთქი და მოიხადა, რადგან უთხრეს თუ არ მოიხდიდა თანამდებობას დატოვებდა.

ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში მოყვა, რომ მამუკა მდინარაძემ მასზე დაწერილი მესიჯი შეცდომით თავად ბესელიასვე გაუგზავნა.

კომენტარები