გიორგი ბარამიძე

ბარამიძე სააკაშვილზე: ღმერთმა დაიფაროს, რომ მისი ენერგიულობა სადმე წავიდეს

მისი ენერგიულობა, ღმერთმა დაიფაროს, რომ სადმე წავიდეს. ამ არაორდინალურობაში არის მისი უნიკალურობაც და მისი ქარიზმატიულობაც. მიხეილ სააკაშვილს მოსდევს ამდენი გულწრფელი მხარდამჭერი და საქართველოს გულწრფელი პატრიოტი, ეს ვერ მოკლა ბიძინა ივანიშვილმა, ვერ დააშინა და ვერ გაანადგურა. როგორ შეიძლება მიხელ სააკაშვილის დაიგნორება, ხო? ბუნებრივია, არც ერთი ჭკუათმყოფელი სერიოზული პოლიტიკოსი, მით უმეტეს, იმ პარტიაში, რომლის დამაარსებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, არ უგდებდეს ყურს და სერიოზულად არ განიხილავდეს იმას, რასაც ლაპარაკობს პრეზიდენტი სააკაშვილი. მაგრამ ეს არ არის ყურის დაგდება ისე, რომ - დიახ ბატონო, რასაც იტყვით, როგორც იტყვით. ეგრე არ არის, არასდროს ყოფილა, მით უმეტეს ჩვენს ურთიერთობებში. არის ძალიან პრინციპული საუბრები, ხშრად ჩხუბებიც. რომ ვიჩხუბებთ, იშვიათად, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცებიც, მერე ვმოქმედებთ ერთიანი ფრონტით.

"ერთიანი ნაციონალური მოძარაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე მიხელ სააკაშვილის შესახებ ტვ პირველის ეთერში საუბრობს. ასე გამოეხმაურა ის ჟურნალისტის რეპლიკას, რომ პარტიის თავმჯდოამრეობასთან ერთად, სააკაშვილის იმპულსურობა "არსად წავა".

კომენტარები