პირადი კადრები

ბახტაძე კადრების გავრცელებაზე: კიბერდანაშაულთან ბრძოლა განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ

კიბერდანაშაული არის ძალიან კომპლექსური ტიპის დანაშაული, ეს არის 21-ე საუკუნეში გამოწვევა ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ კიდევ ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი საქართველოში და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი რესურსები, დამატებითი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან კიბერდანაშაული თავისი შინაარსით არის ძალიან რთული ტიპის დანაშაული და მასთან ბრძოლა არის ძალიან რთული, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ.

ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, მე ვისურვებდი, რომ საქართველოში არასდროს აღარ დაფიქსირდეს მსგავსი ფაქტი და ამავე დროს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოხდეს ამის პრევენცია. მე არ და ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ გამოძიება დუმს - როგორ დუმს გამოძიება, როცა ის მიმდინარეობს ასეთ ინტენსიურ რეჟიმში?

პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკოსის პირადი კადრების ხელმეორედ გავრცელებაზე.

კომენტარები