ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს

ჩვენ გვესმის, რომ „თავისუფლების საზღვარი“ ვრცელდება მხოლოდ იქამდე, სადამდეც - დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა სამაგალითო გახდა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. დემოკრატიული რეფორმები, პირველ რიგში, უზრუნველყოფს ჩვენს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ყველა ასაკის, სქესის, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის ადამიანისათვის თვითრეალიზების შესაძლებლობის მიცემა თავისუფალ და თანამედროვე საზოგადოებაში.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები