კორკოტაშვილი: 17 მაისს და ლგბტქ პრაიდის კვირეულის დროს სახალხო სეირნობა მოვაწყოთ

ერთი აზრი დამებადა და თუ ჭკვიანურად ჩათვლით, თავი მოვაბათ მოსახლეობამ თუ ხელისუფალმა არ ითავა საპატრიარქოსთან ერთად!

LGBT თემი 17 მაისს და ივნისში (რიცხვი არ ვიცი ზუსტად) აპირებენ აღლუმის გამართვას (სიმართლე გითხრათ, რას ზეიმობენ, ძნელი გასაგებია).

წინა წლებში მავანნი ამბობდნენ, საერთოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ იმიტომ, რომ მერე აურზაურებისთვის აფინანსებენ ამ ავადმყოფების მხარდამჭერ არასამთავრობოებსო! 

არის სიმართლის რაღაც მარცვალი, მაგრამ არა მგონია, რომ სახლიდან უყუროს ამ უმსგავსობას, ქალაქის ცენტრში უზნეობის პროპაგანდას ქართველმა და ღირსეულმა ერებმა!

უბრალოდ, სახალხო სეირნობა რომ მოეწყოს ამ დაძაბულ დღეებში, ყველანაირ ექსცესს ავარიდებდით საზოგადოებას და მსოფლიოც ნახავდა, რა აზრისააა ქართველი ხალხი ოჯახის სიწმინდეზე

ქართული მარშის ერთერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს და ლგბტქ პრაიდის კვირეულის პერიოდში "სახალხო სეირნობის" მოწყობას აპირებს და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს. ლგბტქ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს ჩატარდება.

კომენტარები