დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ზარდიაშვილი: ბესელიას დღის წესრიგში შედის, რომ პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს

მე რაც ვთქვი ეკა ბესელიაზე ეს ვიცი მე, ეს იცის სრულიად საქართველომ, შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებების გაკეთებას აღარ ვაპირებ. ჩვენ ვუყურებთ ბოლო ორი კვირაა პროცესებს, როდესაც ეკამ თქვა, ვანომ უპასუხა, რეალურად საქმიანი გარემო გადავიდა ჭორაობაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას ამისთვის დრო არ აქვს. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო ამ პროცესის ყურებისათვის. შესაბამისად ეკა ბესელიას განცხადებებზე მე აღარ ვაპირებ განცხადების გაკეთებას. არ მგონია გაურკვევლად ვსაუბრობდე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს შედის ქალბატონ ეკას დღის წესრიგში, რომ იგი არა საქმეზე იყოს ორიენტირებული არამედ პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს, შესაბამისად, მე მასზე განცხადებების გაკეთებას აღარ ვაპირებ.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა.

კომენტარები