არჩევნები 2019

კახაძე: შალვა ნათელაშვილის სალაპარაკო რომ გახდება, იმ ლადო კახაძის ყოფა ვატირე

შალვას დასადები რომ ლადო კახაძე გახდება, იმ ლადო კახაძის ყოფა ვატირე, შალვა ნათელაშვილის სალაპარაკო რომ გახდება. მე მაგას დავპირდი, რომ მე მაგას პასუხს არ გავცემ. თუმცა, მისი კომენტარებისგან დავიღალე, ერთსა და იმავეს... “რუსთავი 2″ დაიწყებს და ღმერთმა შეარგოთ. მე იქაც მივალ, ისინიც ჩემი შვილები არიან. მინდა, რომ იმათმაც ბევრი ილაპარაკონ, რაც მეტს ილაპარაკებენ, მეტ პასუხს მიიღებენ. თუმცა, არასწორი ლაპარაკისას მიიღებენ იმ სწორ პასუხს, რაც მათ არასწორ ლაპარაკს დაანგრევს. მე ვთქვი, ნუ გააკეთებს შალვა ნათელაშვილი ისე, რომ დავმარხო პოლიტიკურად-თქო. მერე იმ წუთას გავამდიდრე ჩემი ნათქვამი - რომ დავმარხო, ამით არაფერი გამოვა, პოლიტიკური სარეველა იმწუთას ამოვა-თქო. ვარდს მოვლა ჭირდება, ხოლო სარეველას გამარგვლაა საჭირო

ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი ლადო კახაძე მეტრონომთან საუბარში. შალვა ნათელაშვილის თქმით, 1998 წელს ლადო კახაძე მან ჩაწერა სიაში და "პირდაპირი გაგებით" დანიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, "საიდანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში. მან უღალატა პარტიას და იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდომარედ".

კომენტარები