ტაქსების რეგულირება

"ოცნების" დეპუტატი: ტაქსების თეთრად შეღებვა ახირება არ არის, თეთრ ფერზე რეკლამა კარგად ჩანს

ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ტაქსის მძღოლებს გადასახადები ემატებათ. პირიქით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათებზე ვსაუბრობთ. კონკრეტულად მათთვის უფასო გაჩერებები გაკეთდება და მანქანების გადაღებვასაც უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება ტაქსების ფერს, ტრანსპორტი არის ამა თუ იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი. ოპოზიცია ამბობს, რომ თეთრი ფერი ახირებაა. ასეთივე წარმატებით შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ყველა ფერთან დაკავშირებით. ეს არ არის ახირება, თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო ისაკაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს, რომ ტაქსების რეგულირების საკითხში "პრინციპულობა და შესაბამისი პოლიტიკური ნება გამოიჩინა".

კომენტარები