ის იყო პატრიოტი, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები
ზვიად გამსახურდიას საქმე
კობახიძე: ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება სასწრაფოდ არის ბოლომდე მისაყვანი
tbl.ge/3l4e
დაკოპირდა
პარლამენტის თამვჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზვიად გამსახურდიას საქმის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ბახტაძე: ის, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგედია გამოუძიებელია, ნამდვილად დიდი სირცხვილია
- ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ივანიშვილს: არ გვქვს საფუძველი, დავუჯეროთ დაპირებებს
- "ბიუჯეტს თუ არ ექნება, მე გავაკეთებ, დიდი ზვიადის მადლი იქნება" - ივანიშვილი სოფ. ხიბულაში
- ივანიშვილი: ის, რომ გამსახურდიას დაღუპვის საქმე გამოუძიებელია, არის ქვეყნის დიდი სირცხვილი
- გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, მას მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს