შსს

გახარია: ყველანაირად ვეცდებით, რომ ფრაზა “მიმდინარეობს გამოძიება” იშვიათად გამოვიყენოთ

 ჩვენი მიზანია, აღარ გვქონდეს აუცილებლობა და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფრაზა - “მიმდინარეობს გამოძიება”. მერწმუნეთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამაღიზიანებელი არა, უბრალოდ, დამამცირებელი. თუმცა ობიექტური რეალობაც გვესმის, რომელსაც ვერ გავექცევით.

აქედან გამომდინარეობს ის რეფორმები, რომელსაც საგამოძიებო კომპონენტის გარდაქმნაში ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა “მიმდინარეობს გამოძიება” ყოველდღიურად, ყოველთვიურად სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე პასუხისმგებელი პირების მიერ. ეს არის ჩემი პასუხი.

ასევე მინდა გითხრათ, თითოეულ ეს საქმე არის კომპლექსური თემა. ამას სჭირდება მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა და ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა და კიდევ ბევრი. ამიტომ ჩვენ ნაწილს ფუნქციის აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენს კოლეგებთან ერთად ვეცდებით, რომ ფრაზა “მიმდინარეობს გამოძიება” სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული

შს მინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები