კრიმინალი

გახარია: შსს დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა

ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან როგორიც არის ქურდობა, ოჯახური ძალადობა, კრიმინალური მენტალიტეტი - ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევთავაზეთ პარლამენტს, ზოგი უკვე მივიღეთ, ზოგის განხორციელების პროცესში ვართ. ეს არის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათი და გზავნილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა - რომელსაც ვახორციელებთ. რისკები, რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აქვს, (არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ეს მსუბუქი, წვრილმანი დანაშაულია თუ რამე სხვა სახის), ჩვენთვის არის პრობლემა. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემა და ის აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ

შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები