ზუგდიდის მერის არჩევნები 2019

ოხანაშვილი: პრობლემა მასშია, ვინც ივანიშვილისგან პროექტების დაფინანსებაში პრობლემას ხედავს

ადამიანს თუ უნდა, კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ ჩვენს საზოგადოებას დაეხმაროს და განახორციელოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, ეს თუ არის პრობლემა, მაშინ პრობლემა მდგომარეობს იმ ადამიანებში, ვინც ამას პრობლემად თვლის. თუ ჩვენი საზოგადოების თანადგომა, მათი მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება პრობლემაა რომელიმე პარტიისთვის, პრობლემა მდგომარეობს ამ ადამიანებში, ვინც ამას პრობლემად აღიქვამს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულას მცხოვრებლებს გაზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ზუგდიდის მერის არჩევნები მაისში იმართება.

კომენტარები