ქართული ოცნება

პრეზიდენტი: ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნა არ მოსწონს, ვფიქრობ, 2020 წლის შემდეგ, დისტანცირდება

ჩემი მასთან [ბიძინა ივანიშვილთან] გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად.

ის პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "შპიგელთან" ინტერვიუში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები