ქართული ოცნება

გაბუნია: ოპონენტების მოსაზრებები ლოგიკა-დეფიციტურია

ზოგადად, ოპონენტების შეფასებები არის უაღრესად ლოგიკა-დეფიციტური, ლოგიკა ძალიან რთულია, იპოვო და მითუმეტეს ძალიან რთულია იპოვო თანმიმდევრულობა მათ შეფასებებში იმიტომ, რომ 2 წუთის წინ კრიტიკა ეხებოდა, თუ რატომ არის აქტიური ბიძინა ივანიშვილი. ვერ უძლებს ეს თეზისი და ეს მოსაზრება საპირისპირო შეკითხვას - "რატომ არ უნდა იყოს აქტიური, როდესაც ის არის მმართველი პარტიის ლიდერი". მე სრულიად ერთმნიშვნელოვნად ავხსენი ამის მიზეზები: ეს არის შიში და სიძულვილი ოპოზიციისა და ამითია განპირობებული მთელი მათი ეს შინაგანი განწყობების ვერბალიზაცია ხდება მათი განცხადებებით

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა გაბუნია. ტვ პირველის ჟურნალისტმა მას წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებაზე ჰკითხა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის, მოსაზრება წაუკითხა, რომელმაც თქვა, რომ ივანიშვილის გამოჩენა არაფერს შეცვლის, რადგან მას არსად ელიან

კომენტარები