მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: რაღაცეები უნდა გახსოვდეს, რაღაცეები არ უნდა გახსოვდეს

მეტი რაღა უნდა გავუხსნა? გიორგი სიგუა, რომელიც შემოჩენილი მყავდა, ჩემზე იყო მოჩენილი, ლიჩნიკი იყო ჩემი ნერვების მოშლის, მესმის იმ ადამიანების [ვისაც არ მოსწონს, რომ სიგუა მხარს ენმ-ს უჭერს], მაგრამ პირველ რიგში ხომ მე არ უნდა მომწონდეს? მე გადავაბიჯე ამას, იმიტომ, რომ დღეს არის ამოცანა ერთი, მოწინააღმდეგე და მტერი ერთი და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. ხო, მე პიროვნულად ვინ მომწონს, ვინ არ მომწონს, რა მახსოვს და ისა... რაღაცეები უნდა გახსოვდეს, რაღაცეები არ უნდა გახსოვდეს, თვითგადარჩენის ინსტინქტია და მე მაქვს ეს ინსტინქტი, მგონი. ბევრი ნაოჭი იმიტომ არ მაქვს, რომ არ ვარ ბოროტი, ასლან აბაშიძე მაგალითად, დავიწყებული მყავს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში. ნიკა გვარამიამ მას ჰკითხა, თუ უხსნის გზას პარტიაში ახალი სახეების შესვლას, მათ შორის, ენმ-ის ოპოზიციაში მყოფების.

კომენტარები