ელექტრონული მმართველობა

მინდიაშვილი: ალიენდეს ელექტრონული ხმის მიცემით ძალაუფლების ტოტალიტარიზმად ქცევა უნდოდა

ცხონებული სალვადორ ალიენდე მუშაობდა 70-იანებში მთელ ჩილესთან ელექტრონულ კონტაქტზე, ყველა საკითხზე ელექტრონული ხმის მიცემის შემოღებაზე, - ბრიტანელი კიბერნეტიკოსი ჰყავდა დაქირავებული. რეალურად, პირდაპირი დემოკრატიის, ხალხის მმართველობის სახელით, საკუთარი ძალაუფლების ნამდვილ კომუნისტურ ტოტალიტარიზმად გადაქცევა უნდოდა. არ დასცალდა. მაგრამ მისი იდეები არ მომკვდარა - ფაქტია.

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში “პირდაპირი ელექტრონული მმართველობის” შემოღებაზე საუბრობს. მისი აზრით, პარლამენტის ფუნქციები უნდა შეიზღუდოს, ხოლო ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებმა ელექტრონულად უნდა მიიღონ. რუსთავი 2-თან ინტერვიუში სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ “ყველა ნაბიჯზე” საჭიროა ხალხის თანამონაწილეობა და “მუდმივი რეფერენდუმი”. მისი თქმით, არჩევნებიც უნდა იყოს ელექტრონული და “ხშირ-ხშირად” ჩატარდეს.

კომენტარები