კანდელაკი: ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ია კერზაიას საქმის გამოძიებას

ევროპარლამენტარები მოითხოვენ ია კერზაიას საქმის გამოძიებას. უკვე დიდი დრო გავიდა ამ ტრაგიკული შემთხვევიდან, პროკურატურას ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო რომ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები და დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ამ მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებას. ამ საქმეს აქვს პრეცედენტული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია ამ დანაშაულის ყველა მონაწილის დასჯა. საუბარია, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებმაც ასევე უნდა დაასახელონ მათთვის მითითების და ბრძანების მიმცემები, რომლებიც ასევე უნდა დაისაჯონ, ეს არის სწორედ ევროპარლამენტართა წერილის სულისკვეთება, იმისათვის, რომ მომავალში არჩევნებზე, არცერთი მთავრობის დროს აღარ იქნას დაშვებული მსგავსი ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. აღარ გამოვა ამ საქმის გაჭიანურება, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დაზიანდება მთავრობა, ამიტომ მთავრობისვე ინტერესშია, რომ რაც შეიძლება მალე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე და დაისაჯონ დამნაშავეები.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარების მიერ პრემიერისათვის გაგზავნილ წერილზე საუბრობს. 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართეს და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები