თალაკვაძე: განათლების მინისტრი კერზაიას გარდაცვალების დრამატიზმს სრულად იზიარებდა

ეს საქმე გახდა მაღალი საჯარო ინტერესის საგანი და პარლამენტმა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ყურადღება დაუთმო მის განხილვას. პლენარულ სხდომაზეც იყო ეს საკითხი და კომიტეტზეც საჯარო განხილვა შედგა. თქვენ ალბათ გახსოვთ განათლების მინისტრი, ის იყო ძალიან შეწუხებული და ვფიქრობ ამ ადამიანის გარდაცვალების დრამატიზმს სრულიად იზიარებდა. ძალიან შეწუხებული იყო მინისტრი ადამიანურად, თუმცა მას არა მხოლოდ ადამიანური, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აქვს, თავისი სისტემის მართვაზე და გააკეთა პასუხისმგებლიანი განცხადებები, სადაც თქვა, რომ განათლების სამინისტრო მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, მან ასევე თქვა, რომ თუ მისი კონკრეტული ბრალეულობა ამ საქმეში გამოიკვეთება, ის იქნება სათანადოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადასტურებული, მზად არის პასუხიმგებლობა აიღოს. ამ განცხადებების შემდეგ არ მრჩება იმის განცდა, რომ მინისტრი ცდილობდა კითხვების აცილებას.

ქართული ოცნების ლიდერი არჩილ თალაკვაძე ია კერზაიას საქმის შესახებ ტვ პირველის ეთერში საუბრობს.

კომენტარები