მარშანია ჩუგოშვილს: სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ გაქვთ ფასეულობები გამრუდებული

სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ გაქვთ ფასეულობები გამრუდებული, ქალბატონო თამარ, ფასეულობები თქვენ თავად გაქვთ გამრუდებული და არ ემთხვევა თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს, იმ ადამიანებისას, ვინც სხვანაირად ვმსჯელობთ ცოტა. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი მხრიდან დღევანდელი აგრესული რეაქცია ამ კანონპროექტის განხილვისას სწორედ ამაზე მეტყველებს? თქვენ თავად აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ადამიანებს, რომლებიც აი, ამ სასიცოცხლო და აქტუალურ თემაზე მსჯელობს აქ და თავის აზრს აფიქსირებს

მიმართა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ადა მარშანიამ ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილს. პარლამენტი ემზარ კვიციანის კანონპროექტზე მსჯელობდა, რომელიც კანონებიდან ტერმინების "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღებას ითვალისწინებს. სიტყვით გამოსვლისას ემზარ კვიციანს თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გაუთიშა, რადგან პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები