შეიარაღებული ძალები

მაღრაძე: თუ გინდათ სადღეგრძელოში ჩამომართვით, ვხედავ, როგორი წინსვლაა შეიარაღებულ ძალებში

გინდა სადღეგრძელოში ჩამომართვან და გინდა სადღეგრძელოს გარეშე, მინდა ვთქვა, რომ საკუთარი გამოცდილებით ვხედავ, როგორი წინსვლაა შეიარაღებულ ძალებში. კერძოდ, მე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზისა და მართვის პროგრამის ხელმძღვანელი, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთეირთობა ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა სკოლასთან. მოდიან ჩვენთან სემინარებია, ჩვენი სტუდენტები მიდიან ეცნობიან და ყოველწლიურად უკეთესი და უკეთესი ნაკადია. როგორც განათლების, ისე ფიზიკური მომზადების მხრივ და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც თავდაცვის სამინისტრო აკეთებს და აუმჯობესებს.

უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პარლამენტში თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მოსმენისას.

კომენტარები