საქართველოს თავდაცვა

კვიციანი: თავდაცვა ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყო

თავდაცვა ყოველთვის იყო ჩემთვის ძვირფასი, არის დღესაც და მომავალშიც ასე იქნება და ძალიან მინდა რომ საქართველოს თავდაცვა იყოს ძლიერი, ერთმუშტად შეკრული და უმართავი უცხო ქვეყნებიდან. იყოს ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის დაცვაზე.

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი მიმართავს თავდაცვის მინისტრს. ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კვიციანს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული - უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა და შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. საქალაქოს გადაწყვეტილების შემდეგ დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, პროკურატურამ კვიციანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რის შემდეგაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები