ჯიპები

იზორია: ჯიპები დაგვხვდა, 2012 წელს შეძენილი, მე 2008 წელს ნაყიდი მსუბუქი მანქანით დავდივარ

რაც შეეხება ჯიპების თემას, სრული პასუხიმგებლობით ვამბობს, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არცერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი, პირადი, თუ სამსახურებრივი, თუ რამე სარგებლობისთვის არ შეგვიძენია. მაგრამ მე თქვენთვის წამოვიღე სტატისტიკა თუ რა შეიძინეს 2012 წელს, სხვა წლებში. კოლოსალური თანხებია დახარჯული. განა ტანკებისთვის დაიხარჯა და განა საბრძოლო მზადყოფნისთვის. კიდევ ერთხელ სრული დაბეჯითებით ვამბობ, რომ ჯიპები იქ დაგვხვდა, რომლებიც 2012 წელს არის შეძენილი. მე პირადად გადავადგილდები 2008 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანით, თუ ზოგჯერ ვსარგებლობ ჯიპით, ეს არის მხოლოდ იმ შემხთხვევაში თუ მიწევს საველე პირობებში სწავლებაზე ან რეგიონში გასვლა.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჯიპების შესყიდვის შესახებ დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები