საქართველოს პარლამენტი

ოხანაშვილი: თავდაცვის სფერო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა

თავდაცვის სფერო, ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა, სადაც არის თვალსაჩინო პროგრესი. ამიტომ, კოლეგებო ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ აკრიტიკოთ ეს სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს პროგრესი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მტკიცე მხარდაჭერა.

თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პლენარულ სხდომაზე მინისტრის ფორმატში მოსმენის დროს.

კომენტარები