მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: 2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა უნდა შეადგინოს 1500-დან 1800 ლარამდე

2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა უნდა შეადგინოს 1500-დან 1800 ლარამდე. სისტემა უნდა იყოს ღია, რომ მასში შეეძლოთ შესვლა მოტივირებულ ადამიანებს, მოქალაქეებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ამ საქმიანობაში, გახდეს პედაგოგი. არსებულ პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია. კვალიფიციური მასწავლებელი ნიშნავს პირველ რიგში ძლიერ სკოლას, ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ განათლების სისტემას , ძლიერი განათლების სისტემა - ძლიერ სახელმწიფოს.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, განათლების სექტორში გვაქვს საშუალოზე დაბალი ხელფასი, რაც ჩემთვის არის დიდი ტრაგედია. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მიზეზი, რის გამოც ჩვენი განათლების სისტემა ჩამორჩა განვითარების ტემპებს და ამან გამოიწვია ამავე დროს სერიოზული პრობლემები და გამოწვევები ჩვენს ეკონომიკაში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კომენტარები