გვენეტაძე: არ ვიკადრებ ტრიბუნიდან ვთქვა, რა ჰქვია პოპულარულ ენაზე TBC-ს ქმედებებს

ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით. ხოლო თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება, ამას ბანკის მეანაბრეების თანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. და თუ რა ჰქვია ამ ყველაფერს პოპულარული ენით, ამის თქმას ამ ტრიბუნიდან არ ვიკადრებ და შეფასება თქვენთვის მომინდვია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის წინაშე TBC ბანკის საქმეზე საუბრობს

კომენტარები