გვენეტაძე: სესხების გაძვირება იმის საფასურია, რომ მსესხებლები უძილო ღამეებს არ გაატარებენ

რა თქმა უნდა, ბევრჯერ მითქვამს ეს - ლარში გაცემული სესხი არის უფრო ძვირი ვიდრე დოლარში ან ევროში. მაგრამ ეს არის ზუსტად ის პრემიუმი, ის რისკ პრემია, რომელსაც იხდის მსესხებელი იმაში, რომ მას არ მოუწევს ბევრი უძილო ღამე იმაში, რომ მას არ შეეშინდეს კურსის გაუფასურების. ასეთი მაგალითიც არის და ეს არ არის ჩემი მოგონილი - ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, ამაში ჩვენ ვიხდით ფულს. შეიძლება გაიაროს ერთმა წელიწადმა ისე, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ ჯანმრთელობის დაზღვევა, მაგრამ უცებ გამოვიყენოთ, რაც ძალიან დიდ ხარჯს აგვინაზღაურებს. გააჩნია, ჩვენ როგორ შევხედავთ. თუ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გადახდილ ფულს დაკარგული და გადაყრილი დავარქვით, მაშინ რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება იმის გრძნობა, რომ ეს ცუდია და არ უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ ამავე დროს, თუ ჩვენ რაციონალურად ვაზროვნებთ, ჩვენ გვესმის რომ ეს არის აუცილებელი. ზუსტად ამ მხრიდან უნდა შევხედოთ ამას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარიზაციის შედეგებზე საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები