კალაძე: ზუგდიდის წინსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთთან ყველაზე ახლოსაა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონები. წინსვლა გარდაუვალია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი ყველაფერი. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი და მნიშნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს რეგიონები, ქალაქები, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში, საკუთარ თავზე და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით.

ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის გამოსვლა ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები