არჩევნები 2019

თალაკვაძე ჭიათურელებს: ძვირფასო ზესტაფონელებო!

ძვირფასო ზესტაფონელებო... ჭიათურელებო. აქედან ზესტაფონში მივდივართ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ საქმეები, რაც აქ არის დაწყებული, ეს არის საბაგირო სისტემის მთლიანი მოდერნიზაცია, ეს არის ეკოლოგიური სიტუაცია, რომელიც დღეს კიდევ რჩება გამოწვევად, ეს არის შრომითი პირობები მაღაროელებისთვის, ეს არის სოციალური პრობლემები, რომელიც დღეს აქვს ჭიათურას, რომელიც აქ აქვს საზოგადოებას, ქალაქს უ სოფლებს. ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად, ამ პროექტების ბოლომდე მისაყვანად, ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა და ადამიანი, ვინც ამას შეძლებს თქვენი მხარდაჭერით, იქნება ბატონი გივი მოდებაძე

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჭიათურაში მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა.

კომენტარები