როცა გამოძიება დაიწყო, დავით ბაგრატიონს მაშინ გაუჩნდა მზრუნველი შვილის იმიჯის მორგების სურვილი და წავიდა დედის სანახავად. ეს არის გამოგონილი საბაბი, რომ საზოგადოებას აუხსნან ეს გაქცევა. გარდა ამისა, მისი ადვოკატისგან, ბატონი ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, რომ ეს ქალბატონი შუაღამეს გახდა ცუდად და შუაღამესვე წავიდა დავითი ესპენეთში მაშინ, როდესაც შუადღეს დავითი დაუკავშირდა ანას მობილურ ტელეფონზე.
ეს ჩემთვის ცნობილი გახდა არა უშუალოდ ანას მოყოლის შედეგად, არამედ პირადად ვიყავი შემსწრე, რომ დავითმა ანას დაურეკა მობილურით. ეს იყო უცნაური, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ უკვე საკმაო პერიოდია. პირადად მოვისმინე ეს საუბარი. საუბარი იყო ძალიან უცნაური. იგი იყო ძალიან აღელვებული, ცრემლებამდე აღელვებული ისტერიულად მოითხოვდა ანასგან, რომ მათი შვილისთვის, გიორგისთვის კარგად მოევლო, კარგად ეპატრონა, რაც უცნაური იყო მისი მხრიდან.
ფხიზელ მდგომარეობაში მყოფს ნამდვილად არ ჰგავდა. არ პასუხობდა ანას შეკითხვებს. არაფერი უხსნებია საკუთარი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საუბრის ბოლოს გამოემშვიდობა ანას, ეს არ იყო ჩვეულებრივი დამშვიდობება, ეს იყო გამომშვიდობება, თითქოს, მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან მინიშნება მოგვცა, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ შუადღეზე განზრახული ჰქონდა საქართველოს დატოვება. ჩვენი ინფორმაციით, მის მიერ ავიაბილეთების შეძენა დროში მნიშვნელოვნად უსწრებს დედამისის ცუდად გახდომის პერიოდს